სამოქალაქო განათლების პროგრამა რეგიონულ მხარდაჭერას იღებს

2010 წლის 12-30 ნოემებრს  თბილისში, თელავში, ოზურგეთში, ქუთაისში, გორში, რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმსა და ახალციხეში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (ACETT) პრეზენტაციები გაიმართა. ღონინსძიებას უძღვებოდნენ  პროგრამის ადგილობრივი პარტნიორი  არასამთავრობო ორგანიზაციები თითოეულ რეგიონში და PH International. საპრეზენტაციო შეხვედრბზე მონაწილეობდნენ და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღუთქვეს მოსწავლეებმა, მშობლებმა, პედაგოგებმა, სკოლის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და თემის წარმომადგენლბებმა და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლებმა. პროგრამის ხელმძღვანელებმა დეტალურად გააცნეს მონაწილეებს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები და უპასუხეს აუდიტორიის შეკითხვებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. თითოეული ღონისძიება გაშუქდა ადგილობრივი მედიის საშუალებებით.