ნაადრევი ქორწინება

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარას საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა თემში გამოკითხვა ჩაატარეს და ნაადრევი ქორწინების შედეგები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,  რომლებიც ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ,  არ აქვთ პროფესია. 

სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით სკოლაში თექაზე მუშაობის შემსწავლელი წრე გაიხსნა, რომელსაც სკოლის ხელოვნების მასწავლებელი ხელმძღვანელობს. სკოლის  მოსწავლეების გარდა თექაზე მუშაობას ის ქალბატონებიც სწავლობენ, რომლებიც ადრეულ ასაკში დაქორწილდნენ და არა აქვთ პროფესია. 

სკოლაში უკვე მოეწყო პირველი ნამუშევრების გამოფენა. 

,,ძალიან საინტერესო გამოვიდა ჩვენი ინიციატივა, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალბატონებისთვის. მომავალში ვაპირებთ თექის სკოლა სოციალურ საწარმოდ ,,თექის სახელოსნოდ“ გადავაქციოთ.“ - განაცხადა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარას საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა დიანა ტაბატაძემ.