ტურისტული პოტენციალის ხელშეწყობა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა სოფელში ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით ბანერი განათავსეს. 

ბანერის განთავსება მიზნად ისახავს სოფელში არსებული ოგურგინჯისა და ოხვილეშის  ჩანჩქერების პოპულარიზაციას. 

მოსწავლეებმა მოამზადეს ბუკლეტი, სადაც მოცემულია  ინფორმაცია ჩანჩქერების შესახებ, მათი ადგილმდებარეობა და  ფოტომასალა.

მოსწავლეების ინიციატივას მხრი დაუჭირა ადგილობრივმა თვითმმართველობამ და გასცა ნებართვა ბანერის განთავსებისათვის.