„9 აპრილის“ სახელობის სკვერი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის "სხივი" წევრი მოსწავლეების  ინიციატივით სოფელში „9 აპრილის“ სახელობის სკვერის გაშენებას ჩაეყარა საფუძველი. ინიციატივას მხარი დაუჭირეს  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და სკოლის ადმინისტრაციის წამომადგენლებმა. სათემო კავშირმა "ჰერეთი" ცაცხვის ნერგები გადასცა სკოლას სკვერის გამწვანებისათვის.