სასწავლო ვიზიტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში

2012 წლის მარტის თვეში სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩართულ იმერეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ განეხორციელებინათ ჯგუფური/სასწავლო ვიზიტები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიში და გაცნობოდნენ კომისიის საქმიანობას.  70 მოსწავლეს საშუალება მიეცა შეხვედროდნენ კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს, დეპარტამენტის უფროსებს,  მათგან მოესმინათ უახლესი ინფორმაცია ელექტროენერგეტკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შესახებ. 
 
”კომისიასა და მოსწავლეებს შორის შეხვედრა მათივე სურვილის თანახმად ხორციელდება. ისინი ზოგადად ეცნობიან მარეგულირებელი კომისიის ფუნქციას, აქვთ შეკითხვები, რაზეც ღებულობენ ამომწურავ პასუხებს. დაინრტერსება საკმაოდ დიდია მათი მხრიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის სასწავლო ვიზიტებით ხელს შევუწყობთ მომავალი ენერგეტიკოსების აღზრდას, ჩვენი პრიორიტეტია, საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ კომისიის გამჭვირვალე და კანონქვემდებარე საქმიანობაზე. ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში, იღებენ დეტალურ ინფორმაციას კომისიის ფუნქციებისა და როლის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე ეცნობიან კომისიის სამომავლო პროექტებს, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას”, - თქვა  კომისიის თავმჯდომარემ, გურამ ჩალაგაშვილმა.  
 
მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები კომპანიის ფუნქციებისა და რეგულირების შესახებ. 
 
შეხვედრის დასასრულს მოსაწავლეებისათვის სხვა სასარგებლო ინფორმაციაც გაჟღერდა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის  დაპირების თანახმად, მიმდინარე წლის ზაფხულში წარმატებული მოსაწავლეები სემეკში 2 კვირიან სტაჟირებას გაივლიან.
 
მოსწავლეთა სასწავლო ვიზიტები გაშუქდა ადგილობრივი და ცენტრალური მედია-საშუალებების მიერ.
 
წყარო: ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი