სოფელ ასკანას მოსწავლეები ზრუნავენ სოფლის განვითარებაზე

სოფელ ასკანას სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა სოფელში ტურისტული საინფორმაციო ბანერის განთავსების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომაზე იმსჯელეს.

მოსწავლეები ზრუნავენ სოფლის განვითარებაზე, სოფლის ტურისტული და ღირსშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის ცენტრში დამონტაჟდება ბანერი, რომელზედაც განთავსებული იქნება ასკანაში არსებული კულტურული ძეგლების მდებარეობა  და მარშრუტი. ეს იქნება თვალსაჩინო ყველა სოფელში ჩამოსული  სტუმრისთვის.

ოზურგეთის საკრებულომ მერიას წერილით უკვე მიმართა, ბანერის დამონტაჟებისთვის შესაბამისი სამსახურის ნებართვის მიღების მიზნით.