„ჩვენ ერთად შევძლებთ“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანატოლებთან ინტეგრაციის და მათი უნარების განვითარების მიზნით   განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი  „ჩვენ ერთად შევძლებთ“. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიების დროს  მოსწავლეებმა შეასრულეს  ბიოლოგიის, ფიზიკის და ზოოლოგის სახალისო დავალებები. მოსწავლეებმა ასევე იმსჯელეს  შშმ პირების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.


მცირე საგრანტო პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია PH International-ის მიერ MAC Georgia- ფინანსური მხარდაჭერით.