ჯანსაღი ცხოვრების კვირეული იმერეთში

იმერეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეების ინიციატივით თემში ჯანსაღი ცხოვრების კვირეული ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში  სკოლებში სხვადასხვა დაავადებებისა და მათი პრევენციის  შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა,  მოეწყო  თემატური ფილმის ჩვენებები, დისკუსიები. მოსწავლეთა მონაწილეობით დაიდგა  ფლეშმობი.


,,კვირეული დღესასწაულად გადაიქცა, სხვადასხვა ღონისძიებების პარალელურად მოეწყო კუთხე,  სადაც წარმოდგენილი იყო საინფორმაციო მასალა   ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე. ჩვენს მიერ განხორციელებული ღონისძიებებით ბევრი მოსწავლე, მშობელი დაინტერესდა. იმედია, ბევრი დავაფიქრეთ ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე“ - განაცხადა ია კაშიამ, ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგმა.