თბილისის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ახალი პარტნიორი სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა

2018 წლის 27 მარტს სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ თბილისის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ახალი პარტნიორი სკოლების მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიების მსვლელობისას პროგრამის ყოფილი პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა წარმოადგინეს წარმატებული საკლასო, საკლუბო, მცირე საგრანტო პროექტები და ინიციატივები.

სტუმრებს მიესალმა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ დირექტორი, მარინა უშვერიძე, რომელმაც მომდევნო სამი წლის გეგმებზე ისაუბრა. საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საქმიანობის მიმოხილვა გააკეთა ფორუმის აღმასრულებელმა დირექტორმა მაკა ბიბილეიშვილმა. პროგრამის მიერ სამოქალაქო განათლების, როგორც საგნის სწავლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკოლოზ სილაგაძემ ისაუბრა. თბილისის #155-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ნათია ხლუსიძემ და თბილისის #150-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ირაკლი მექვევრიშვილმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს პროგრამაში ახლად ჩართული სკოლების წარმომადგენლებს.