კონფერენცია - „გოგონათა ჩართულობა სამოქალაქო აქტივიზმში“

2018 წლის 17 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თემაზე „გოგონათა ჩართულობა სამოქალაქო აქტივიზმში“  კონფერენცია და ინიციატივების გამოფენა გაიმართა, რომლის დროსაც მოსწავლეებმა  ქალთა კვირეულის აქტივობები შეაჯამეს. ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდები ჩართულნი იყვნენ დღის ბანაკში,  ესწრებოდნენ ტრენინგებს,   ხვდებოდნენ წარმატებულ ქალებს და მართავდნენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქციებს.  

რა პრობლემებს და წინააღმდეგობებს აწყდებიან გოგონები, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლების მონაწილეობა და არიან თუ არა ჩართულები გოგონები გადაწყვეტილების მიღების პროცესებში - ეს საკითხები კონფერენციის ფარგლებში ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ხულოსა და ქედის სკოლების მოსწავლეებმა და პროგრამის „მომავლის თაობა“ წარმომადგენლებმა განიხილეს. 

ღონისძიებას  ესწრებოდნენ რეგიონში გადაწყვეტილების მიმღები ქალები,  მედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, PH International-ის წარმომადგენლები, აჭარაში პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაცია.

 ღონისძიების ორგანიზებული იყო  პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, რომელსაც  PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს.  აჭარაში პროგრამის პარტნიორია ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.