სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოების თავმჯდომარეების შეხვედრა

2018 წლის 17 თებერვალს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით  გაიმართა ფორუმის რეგიონული საბჭოების თავმჯდომარეების შეხვედრა, რომელზეც მონაწილეებმა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის   რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეებმა შეიმუშავეს  წლიური სამოქმედო გეგმა და დაგეგმეს საინტერესო ღონისძიებები. 

შეხვედრას უძღვებოდა  ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი, ქ-ნი მაკა ბიბილეიშვილი. 

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარეების სამუშაო შეხვედრა ჩატარდა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.