სკოლის დარბაზის კეთილმოწყობა

თბილისის #159 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში მცირე  საგრანტო პროექტი “ერთად სკოლის კეთილდღეობისთვის” განახორციელეს.  


პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საზეიმოდ გახსნეს სკოლის განახლებული დარბაზი და მათ მიერ ჩატარებული საქმიანობა წარუდგინეს მოწვეულ სტუმრებს.

  

სკოლის  დარბაზი მოწესრიგებას საჭიროებდა, ამიტომ მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა აქტივობების ჩატარებისთვის სკოლის დერეფანს იყენებდნენ. 


პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეები აქტიურად  იყვნენ ჩართულნი დარბაზის კეთილმოწყობის სამუშაოებში. მათ  დაასუფთავეს გასარემონტებელი სივრცე და უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ისეთ  სარემონტო სამუშაოებში, რაც მათ ასაკს შეეფერებოდა. მოსწავლეთა მშობლები ასევე იყვნენ  ჩართულნი საჭირო ინვენტარის შეძენასა და   საორგანიზაციო საქმეებში.  აღსანიშნავია, რომ  დარბაზის გარემონტებისთვის სკოლის ადმინისტრაციამაც გამოყო 3000 ლარი, რამაც ხელი შეუწყო დარბაზის უკეთ მოწესრიგებას.  


მოსწავლეებმა უკვე განახორციელეს რამდენიმე სასკოლო პროექტი და დასკვნითი ღონისძიებები გარემონტებულ სააქტო დარბაზში ჩაატარეს.