მცხეთა-მთიანეთის სასკოლო სამოქალაქო კლუბების შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარესთან

2012 წლის 19  მარტს მუხრანის #1, ძეგვისა და მცხეთის #2 საჯარო სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბების მოსწავლეები და პედაგოგები  მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბ-ნ ანდრო კალანდაძეს შეხვდნენ. 
 
შეხვედრა, მიზნად ისახავდა სამოქალაქო კლუბების მოსწავლეების თანამშრომლობის გაძლიერებას ადგილობრივ  ხელისუფლებასთან.  კლუბების წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარეს  გააცნეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული  პროექტები  და მადლობა მოუხადეს მას ამ პროექტების   ფინანსური მხარდაჭერისთვის. 
 
საკრებულოს თავმჯდომარემ ბავშვებს გააცნო საკრებულოს მუშაობის სტრუქტურა და პროექტები, რომლებიც მათ ქალაქსა და სოფლებში განხორციელდება.  ბავშვებმა  ისაუბრეს თემში არსებულ პრობლემებზე. საკრებულოს თავჯდომარემ მუხრანის სამოქალაქო კლუბის ინიციატივას,   სოფელში საჭიდაო მოედნის რეაბილიტაციის შესახებ, მხარდაჭერა აღუთქვა.
 
დასარულ, შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე და საკრებულოს მუშაობის უკეთ გაცნობის მიზნით, ბ-ნმა ანდრო კალანდაძემ კლუბების წევრებს საკრებულოს სხდომებზე დასწრება შესთავაზა.
 
კავშირი ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის (ძ.დ.ე.ქ.) მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი