სემინარი რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

13-14 ოქტომბერს, პროგრამის ფარგლებში PH International-ი შეხვდა ცხრა რეგიონის პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. სემინარის მიზანი იყო პარტნიორობის პროგრამული და ფინანსური საკითხების განხილვა და სამოქალაქო განათლების განვითარების ერთიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება ცხრავე რეგიონში.

გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების და სამოქალაქო პროცესებში ახალგარზდების ჩართულობის მიზნით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა აამაღლებს მოსწავლეთა ცოდნასა და განწყობას დემოკრატიის პრინციპების მიმართ და ასევე გაავრცელებს ამ პრინციპებს სკოლების მმართველობაში, პედაგოგებში, თავად მოსწავლეებში და ფართო საზოგადოებაში, რაც შექმნის ქვეყნის სამოქალაქო პროცესებში მოქალაქეთა კონსტრუქციული მონაწილეობის საფუძველს. სემინარის დროს პარტნიორ არასამათავრობო ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და რეგიონეში პროგრამის წარმატებული განხორციელებისთვის ემსჯელათ რეგიონალურ თავისებურებებზე. ერთობლივი მუშაობის შედეგად, პარტნიორმა NGO-მა შექმენს დეტალური სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც მათ დაიწყეს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის გაცნობა და განხორციელება საქართველოს მასშტაბით 479 სკოლაში.