პროგრამის პარტნიორი სკოლების შეხვედრა მარნეულში

2012 წლის 9 მარტს, მარნეულში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” პარტნიორი სკოლების შეხვედრა გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა    საუკეთესო გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარებას პროგრამის პარტნიორ სკოლებს შორის. 
 
შეხვედრას  ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი  სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები,  მოსწავლები,  სკოლების ადმინისტრაციის,  PH international -ის  და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მარნეულის რაიონიდან პროგრამაში ჩართული 16 საჯარო სკოლიდან 3 არის ქართული, ხოლო დანარჩენი  - აზერბაიჯანული, სომხური და რუსულენოვანია. ამიტომ პროგრამის პრეზენტაცია ქართულ და რუსულ ენებზე ჩატარდა. 
 
შეხვედრაზე  „ სიქას- საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის“ წარმომადგენელმა   ქვემო ქართლში  პროგრამის ფარგლებში  მიღწეული შედეგების პრეზენტაცია გააკეთა. თამუნა ფრუიძემ, პროგარმის მცირე გრანტების მენეჯერმა    ”სამოქალაქო გაანთლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში   სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის სკოლებში და სამოქალაქო კლუბების მუშაობის ხელშეწყობისთვის არსებულ რესურსებზე ისაუბრა. 
კაზრეთის #1 და რუსთავის #25 სკოლის სამოქალაქო კლუბების  წევრებმა განხორციელებული აქტივობების შედეგები და გამოცდილება გაუზიარეს დამსწრეებს და სამომავლო გეგმები გააცნეს.
 
შეხვედრის  დასასრულს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს გადაეცათ სამოქალაქო კლუბების აქტიური მუშაობისთვის  საჭირო ინფორმაცია. 
 
ნინო ბასილაშვილმა, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, მოსწავლეებს  ადგილობრივი ხელისუფლების სახელით აქტიური მხარდაჭერა აღუთქვა.
 
სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია