აჭარის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების შეხვედრა

2012 წლის 11 მარტს, ბათუმში, ჩატარდა აჭარის რეგიონის სასკოლო  სამოქალაქო კლუბების შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბების მუშაობის შედეგების შეჯამებას.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგები, მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია,  ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, PH International -ის და მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებს ბერდია ნაცვლიშვიმა, PH International -ის დირექტორმა მიმართა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გაზრდილი მხარდაჭერის შედეგად სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების სწავლებისა და კლუბების მუშაობისთვის საჭირო რესურსებზე ისაუბრა. 

სამოქლაქო კლუბის წევრებმა განხორციელებული აქტივობების და მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებების პრეზენტაცია წარმოადგინეს. მოსწავლეებმა თემში არსებული პრობლემებზე სწრაფი რეაგირებისათვის მცირე გრანტების პროექტების ფარგლებში ვიდეო კლიპები გადაიღეს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გააცნეს. მე-9 საჯარო სკოლის სამოქალაო კლუბმა გადაიღო კლიპი სახელწოდებით „დაუდგეთ ერთმანეთს მხარში“, რომელიც შესზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებს და მათ საზოფგადოებაში ინტეგრირებას მიეძღვნა. სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა სპეცილური საჭიროების მქონე ბავშვების პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, სკოლა „ნიკეს“ მოსწავლეემა, კი სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარების მიზნით გამოსცეს კალენდარი, სადაც მოთხრობილია  ბავშვების საჭიროებების შესახებ.

შეხვედრაზე პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოვება გაიმართა, დასახელდა სამი ნომინაცია: „პროგრამის საუკეთესო პარტნიორი“, „აქტიური სამოქალაქო კლუბი“, „საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგი“.  

შეხვედრის დასასრულს ასმათ დაისამიძემ, აჭარის არ უმაღლესი საბჭოს , განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის საკითხების კომისიის თავჯდომარემ დადებითად შეაფასა მოსწავლეების და პედაგოგების საქმიანობა.   მან პროგრამის მონაწილე მოსწავლეებს შესთავაზა ინიციატივა,  შეიქმნას  მინი პარლამენტი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მოაგვარებს  თემში არსებულ პრობლემებს.
 
ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი