მემორანდუმის ხელმოწერა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის შესახებ

2012 წლის 9 მარტს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორმა, ბ-ნმა სტივენ ჰეიკინმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბ-ნმა დიმიტრი შაშკინმა ხელი მოაწერეს მემორანდუმში ცვლილებას სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის  მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიალზე  ბ-ნმა სტივენ ჰეიკინმა და ბ-ნმა დიმიტრი შაშკინმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ხელშეწყობით დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე და სასკოლო სამოქალაქო განათლების ხარისხის ამაღლებაზე    ისაუბრეს.  ქ-ნმა მარინა უშვერიძემ,  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა, სტუმრებს  პროგრამის შედეგები გააცნო.  კაზრეთის #1  და თბილისის #181-ე  საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი საქმიანობა, რომელიც მათ საზოგადოების საკეთილდღეოდ განახორციელეს.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხრიდან გაზრდილი ფინანსური მხარდაჭერის შედეგად შესაძლებელი გახდა დამატებით 260 სკოლის ჩართვა პროგრამის აქტივობებში. ახლა პროგრამა მუშაობს 740 სკოლაში და მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების 30%-ს ფარავს.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააქტო დარბაზში და გაშუქდა მასმედიის საშუალებით.
სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას USAID-ის დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაცია PH International . პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.