ქვემო ქართლის სკოლების მოსწავლეები იუსტიციის სამინისტროს ესტუმრნენ

2012 წლის 23 თებერვალს ქ. რუსთავის, გარდაბნის, კრწანისის და გამარჯვების სამოქალაქო კლუბების 21 აქტიური წევრი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და რუსთავის იუსტიციის სახლს ესტუმრნენ. ვიზიტი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში მოეწყო.
 
ვიზიტის მონაწილეებმა დაათვალიერეს სამინისტროს კანცელარია, ანალიტიკური და ეკონომიკური დეპარტამენტები. მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ მუშაობის პროცესს და ამომწურავი პასუხი მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. მოსწავლეებს იუსტიციის სახლში მასპინძლობა გაუწია ნოტარიატისა და რეგისტრაციის სამმართველოს უფროსმა დავით მაისურაძემ. შემდეგ  რუსთავის იუსტიციის სახლის  მენეჯერმა გივი ჭანუყვაძემ ბავშვებს გააცნო იუსტიციის სახლის სერვისები, საჯარო და სამოქალაქო რეესტრის სამსახურები და დოკუმენტების რეგისტრირების პროცედურები. ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დღე ნაყოფიერად შეაფასეს, რადგან მიეცათ საშუალება გაემყარებინათ  სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა. 
 
„სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“