სამოქალაქო კლუბის წევრების ვიზიტი რუსთავის სათნოების სახლში

2012 წლის 17 თებერვალს რუსთავის მე-15 სკოლის სამოქალაქო კლუბის „მე აქტიური მოქალაქეს“ მოსწავლეები სკოლასთან ახლოს მდებარე სათნოების სახლს ესტუმრნენ, სადაც ამჟამდ 32 ბენეფიციარი იმყოფება.  მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სათნოების სახლის ყოველდღიურ საქმიანობაში: დაასუფთავეს ოთახები, მოამზადეს სადილი, სათნოების სახლის ბენეფიციარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და ისაუბრეს მათთან სხვადასხვა თემებზე. 
სამოქალაქო კლუბის წევრები მომავალშიც აქტიურად განაგრძობენ სათნოების სახლის მობინადრეების დახმარებას და თანადგომას. 
 
„სიქა - საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია“