შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან

2010 წლის 1 ოქტომბერს სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ხელმძღვანელობა შეხვდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის შესახებ ინფორამციის გაცვლისა და პრიორიტეტული ღონისძიებების განხილვის მიზნით. შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს, USAID და PH Internatinoal-ის წარმომადგენლები. მინისტრმა ბ-ნ ვარძელაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრო გეგმავს საქართველოში აქტიური მოქალაქეობის გაძლიერებას რეგიონალური ახალგაზრდული ცენტრების მეშვეობით. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ახალგაზრდულ საკითხების სახელმწიფოს სტრატეგია და სამინისტროს 2011 წლის სამოქმედო გეგმა. სამინისტროს მიერ თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა მოწვეული იქნება მომვალშიც სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე.