სამეწარმეო ფესტივალი ამავე სკოლის მოსწავლეების პროექტის – “აწარმოე კეთილდღეობისთვის” ფარგლებში შედგა, რომელმაც მცირე გრანტი მოიპოვა. ფესტივალის გამართვამდე მოზარდებმა სასკოლო საზოგადოებაში ჩაატარეს კვლევა მეწარმეობის შესახებ და ესტუმრნენ სოციალურ საწარმოებს. ასევე, პროექტის ფარგლებში შექმნეს საკუთარი საწარმო “Reuse”, რომელიც მეორადი ნივთებს ამუშავებს და მათ ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში არსებული, ასევე ეროვნული სასახლისა და თბილისის სხვა საჯარო სკოლების ბაზაზე არსებული საწარმოები. ასევე, ფესტივალზე შედგა პროექტის ფარგლებში გამოცხადებული იდეათონის გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება.
Related posts
სიახლე
რაჭაში, პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით, მოსწავლეები ღვინის საწარმო ალვაზს ესტუმრნენ.
ოქტომბერი 24, 2024