2015 წლის ბოლოს, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ორგანიზებით, საქართველოს 11 რეგიონში, პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, ჩატარდა პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრები. შეხვედრებზე განხილული იყო გაკვეთილის დაგეგმვისა და მოსწავლეთა სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობის საკითხები.
პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრებს ესწრებოდნენ პროგრამის პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები, ხოლო ფასილიტაციას უწევდნენ ფორუმის რეგიონალური კოორდინატორები. პროფესიული გაზიარების ჯგუფების შეხვედრებს დაესწრო პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორი სკოლების 87 პედაგოგი.