2015 წლის 13 დეკემბერს, ზუგდიდის №4 საჯარო სკოლაში, მცირე გრანტის პროექტის „ერთად გავიცნოთ ევროპა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება ევროინტეგრაციის საკითხებში.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა სტუმრებს პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა გააცნეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, რესურსცენტრის, სხვადასხვა სკოლებისა და ევროკავშირის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.