2015 წლის 18 ივლისს სიქას ლიდერმა ნათია შუკაკიძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებს ჩაუტარა სემინარი თემაზე “როგორ მოვიქცეთ საგანგებო სიტუაციების დროს”. აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა უნდა გააკეთონ სხვადასხვა კატასტროფებისა და სტიქიური მოვლენების დროს.
სემინარის მონაწილეებს, ასევე, გადაეცათ ბროშურები აღნიშნულ თემაზე. სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, სემინარზე მიღებული ინფორმაცია გაუზიარონ სკოლის სხვა მოსწავლეებს და თემის წევრებს, რისთვისაც გადაცემული მასალის საფუძველზე მოამზადებენ პრეზენტაციებს კატასტროფების შემთხვევაში ქცევის შესახებ, ჩაატარებენ სემინარებს სკოლაში.
შედეგად – მეტი მოქალაქე იქნება ინფორმირებული კატასტროფების პრევენციისა და მართვის შესახებ.