2015 წლის 5 ივნისს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოქალაქო კლუბმა ,,ორთოდოქსები;;, საერთაშორისო ასოციაციის ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის;; დახმარებით, მოაწყვეს უფასო პირველადი სამედიცინო კვლევა ქალაქ ჭიათურის სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისა და განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისათვის. ასოციაციასთან ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის;;, სასკოლო სამოქალაქო კლუბს „ორთოდოქსები“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.

ამასთანავე, ამ ინიციატივის მხარდაჭერის მიზნით, კლუბის წევრებმა წერილობით მიმართეს ასოციაციას. შესაბამისად, ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის;; 12 ექიმისაგან შემდგარი ბრიგადით ეწვია ჭიათურას.

საერთო ჯამში ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო კვლევა 1000-მდე ადამიანს ჩაუტარდა, ასევე უფასოდ დაარიგეს პირველადი მოხმარების მედიკამენტები.