თბილისის სკოლების მოსწავლეებმა ქუჩის ცხოველების დასაცავად კამპანია წამოიწყეს. მოსწავლეები კანონმდებლობას უსახლკარო ცხოველების დაცვის შესახებ გაეცნენ, შეხვდნენ თავშესაფრებისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს და უსახლკარო ცხოველების დაცვისა და მოვლის პრობლემებზე იმსჯელეს, შემდეგ მოამზადეს პოსტერ და სოციალური მედიის მეშვეობით გაავრცელეს.