აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა მათ მიერ განხორციელებული სამოქალაქო განათლების პროექტების შედეგები წარმოადგინეს. მოსწავლეთა ნამუშევრებს გაეცნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, USAID-ის დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი, სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი მარინა უშვერიძე, ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორი მაია ქათამაძე, პედაგოგები, სკოლის ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პროექტები ეხებოდა თანატოლთა შორის ჩაგვრის შემცირებას, თამბაქოსა და კანაფის მოხმარების ნეგატიურ ზეგავლენას, ჯანსაღი კვების საკითხებს, საგზაო უსაფრთხოებას, ბუნებრივი კატასტროფებისგან მიყენებული ზიანის შემცირებას და ნაადრევი ქორწინების უარყოფითი შედეგების კვლევას.