ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს თანატოლების ინფორმირება სტიქიური მოვლენების საკითხებზე. კლუბის წევრები გაეცნენ საინფორმაციო ბროშურას ბუნებრივი კატასტროფების მართვის თემაზე და მოამზადეს პრეზენტაციები უმცროსკლასელებისთვის მიწისძვრის, მეწყერის, გვალვის გამომწვევ მიზეზებზე, მათი პრევენციის გზებზე და სტიქიური კატასტროფების დროს ადამიანების ქცევის ნორმებზე.

სკოლაში ნაჩვენები იყო ანიმაციური ფილმი ნარჩენების მართვის და ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ, რომლის შემდეგ გაიმართა საუბარი იმ რისკების შესახებ რაც შეიძლება მოხდეს თუ ადამიანები არ გაუფრთხილდებიან ბუნებას. მოსწავლეებმა კლუბის ოთახში დადგეს მწვანე ყუთი მაკულატურის შესაგროვებლად, რომელსაც შემდეგ გადაცვლია ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე, მოამზადეს ქართულ-აზერბაიჯანული ორენოვანი საინფორმაციო გაზეთი, თუ როგორ უნდა მოიქცე ადამიანი ხანძრის ან მიწისძვრის დროს.

სემინარი “რა არის ბუნებრივი კატასტროფები და როგორ უნდა მოვიქცეთ მის დროს” ჩატარდა უმცროსკლასელებისთვის.