ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, სოფელში ეკოლოგიური საკითხების მოგვარება გადაწყვიტეს. მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლების დახმარებით სკოლის მიმდებარე ტერიტორია და სოფლის ცენტრში არსებული ტრანსპორტის მოსაცდელი დაასუფთავეს.

მოსწავლეების ინიციატივას გამოეხმაურა სოფლის გამგეობა, რომელმაც კლუბის წევრებს აქციისათვის ხელთათმანები და ნაგვის ტომრები გადასცა, ასევე უზრუნველყო შეგროვებული ნაგვის ტრანსპორტირება. მოსწავლეებმა და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს, რომ სოფელში განთავსდება დამატებითი სანაგვე ურნები და მოხდება ნაგვის დროული გატანა.

მოსწავლეები გეგმავენ საინფორმაციო კამპანიის გაგრძელებას და მოსახლეობის ინფორმირებას ნარჩენების მართვის საკითხებზე.