სამშენებლო კომპანია In Town და “ბიზნესის მომსახურების ცენტრი” მოსწავლეებს დაეხმარებიან პროექტის ფარგლებში, დაწყებითი კლასელებისთვის დაგეგმილი მიკრო იდეების კონკურსს განხორციელებაში, თემაზე – “როგორ გავალამაზო/გავაუმჯობესო ჩემი კლასი/სკოლა”.მოსწავლეებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ სასკოლო საზოგადოებაში აემაღლებინათ ცნობიერება საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით. ამისათვის, მოზარდები დაუკავშირდნენ “თეგეტას”, რომლის წარმომადგენელიც ეწვია სკოლას და ჩაატარა ტრენინგი საგზაო მოძრაობის წესების დაცვის შესახებ, რომელიც მოიცავს როგორც მძღოლების, ასევე ქვეითების პასუხისმგებლობას.
“უფროსი მეგობრის კლუბი” რუსთავის №24 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტია, რომელმაც, მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებასთან ერთად, ორი კერძო კომპანიის ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა.
Related posts
სიახლე
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეწარმე სოფიო ნათენაძეს შეხვდნენ.
ნოემბერი 19, 2024
საგრანტო კონკურსები
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს!
ნოემბერი 18, 2024