კომპანიის დაფინანსებით, მოსწავლეებმა ჩაატარეს ჩემპიონატი ჭადრაკში და მოაწყვეს “მხიარული სტარტები”. ორგანიზების პროცესში ითანამშრომლეს მშობლებთან, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან. ასევე, პროექტის ფარგლებში გაიმართა სპორტული კვირეული, რომელიც მოიცავდა სამაგიდო თამაშების ტურნირს, იოგას მასტერკლასს და სხვა აქტივობებს.