პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოამზადეს კითხვარი და გამოკითხეს სასკოლო საზოგადოება, რათა აგეგოთ, რა ჟანრის წიგნების ისურვებდნენ ბიბლიოთეკაში. შედეგად, სკოლაში განახლდა მკითხველთა კლუბ “ლიბროს” საქმიანობა. მოსწავლეებმა უკვე წაიკითხეს მიხეილ ჯავახიშვილის “ეშმაკის ქვა”, რომლის მიხედვითაც გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი და დისკუსია. ასევე, წაკითხული წიგნების მიხედვით, ხშირად იმართება პოსტერების კონკურსები, მინი წარმოდგენები და სხვა აქტივობები.
სილამაზის ცენტრ „გოლდის“ დაფინანსებით, სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლაში შესაძლებელი გახდა ბიბლიოთეკის კეთილმოწყობა და წიგნის ფონდის განახლება.
Related posts
Uncategorized
აჭარის მასშტაბით, ჩვენი პროგრამის პარტნიორი სკოლების წარმომადგენლები, აკადემიური წლის შესაჯამებლად შეიკრიბნენ.
მაისი 28, 2024
Uncategorized
აკადემიური წლის შემაჯამებელი ღონისძიება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში
მაისი 27, 2024