USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივების მხარდასაჭერად. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების მონაწილეობით სკოლასა და თემში არსებული პრობლემების გადაჭრას. ონკურსის შესახებ სრულ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://cutt.ly/CwjfzeGYგანაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 ოქტომბერი. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორი სკოლების მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. პროგრამის პარტნიორი სკოლების სია იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/GwjfkWBu დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკუთარ რეგიონებში გაიარონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. პროგრამის რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://cutt.ly/PwjfxTtg