ველოსადგომის მოსაწყობად საჭირო თანხა მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა “გაზაფხულის ფესტივალის” ფარგლებში შეაგროვეს, რომელიც ჩვენი პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.
ხელნაკეთი ნივთების, უალკოჰოლო სასმელებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდა მოსწავლეთა ინიციატივის განხორციელებას. პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ითანამშრომლეს სკოლის ადმინისტრაციასთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ოზურგეთის სერვისცენტრთან, GRG სტუდიასთან, ასოციაცია “ჩაის გზასთან”, საკონდიტრო “არტ-ნონასთან” და თემის წევრებთან.