მოსწავლეებმა ადგილობრივ კერძო სექტორს 14 პროექტი წარუდგინეს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ და გარემოსდაცვით თემებს ეხება. მოსწავლეების მიზანი იყო მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანკების პოვნა, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროექტების განხორციელებაში.

ღონისძიება გახსნა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კერძო სექტორის ჩართულობის პეციალისტმა ელენე ჩხეიძემ. ასევე, საკუთარი კომპანიების CSR აქტივობების შესახებ ისაუბრეს “ბადაგონის” ტურიზმის მენეჯერმა ნანა მანჭარაულმა, “ალდაგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერმა სალომე აბუაშვილმა და “საქართველოს ბანკის” CSR მიმართულების ხელმძღვანელმა ანი ლომთაძემ.