კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ვანო გოგლიძე შიდა ქართლში გამართულ სკოლა-ბიზნესის ფორუმს დაესწრო, სადაც გაეცნო მოსწავლეების მიერ შექმნილ პროექტებს. ბატონმა ვანომ ფორუმის მსვლელობისას განაცხადა, რომ „კულა“ დააფინანსებს სოფელ სვენეთის, სოფელ ხელთუბნის და სოფელ ფხვენისის სკოლების მოსწავლეთა იდეებს. სოფელ სვენეთის საჯარო სკოლის პროექტი სკოლის ეზოში ველოპარკინგის მოწყობას, ველომარათონის გამართვას და სპორტული დარბაზის აღჭურვას გულისხმობს.სოფელ ხელთუბნის მოსწავლეების პროექტი „ცისკარა“ მიზნად ისახავს სკოლის ეზოში სარწყავი სისტემის დამონტაჟებას და საცდელი სანერგე მეურნეობის მოწყობას. სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პროექტი სოფელში სკვერის მოწყობას ითვალისწინებს. სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.
კულა მოსწავლეთა 3 პროექტს დააფინანსებს!
Related posts
სიახლე
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები მეწარმე სოფიო ნათენაძეს შეხვდნენ.
ნოემბერი 19, 2024
საგრანტო კონკურსები
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს!
ნოემბერი 18, 2024