სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა;; ფარგლებში, იმერეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებმა ოზონის შრის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები განახორციელეს.

კლუბის წევრების ინიციატივით სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგებმა ღია ლექციები ჩაატარეს თემაზე: ოზონის ნივთიერების, მისი ქიმიური შემადგენლობისა და ეკოსისტემებში მისი არსებობის აუცილებლობის შესახებ. კლუბის წევრებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან და დეტალურად მიაწოდეს მათ ინფორმაცია ოზონის შრის უმნიშვნელოვანესი როლის შესახებ.

გაიმართა დისკუსიები, აქციამსვლელობები. კლუბების წევრებმა მათ მიერ დამზადებული საინფორმაციო ბროშურები თემში დაარიგეს.

ნინო ბერეკაშვილი, სამოქალაქო კლუბის ,,ოცნება;; მენტორი პედაგოგი: ,,ოზონის შრის საერთაშორისო დღის აღნიშვნა, ახალ სასწავლო წელს, სამოქალაქო კლუბის პირველი ღონისძიებაა. მიხარია, რომ 14 სექტემბრიდან ძალიან მალე, ორ დღეში, შევძელით მობილიზება და ეს დღე სამოქალაქო კლუბებმა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დახმარებით წარმატებით აღნიშნეს“. პროგრამას ,,მომავლის თაობა“ ახორციელებს ორგანიზაცია PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. იმერეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი”.