ურეკში გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და შიდა ქართლის რეგიონის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეების მონაწილეობით ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა.ადვოკატირების საკითხებზე ჩატარებული ტრენინგის შემდეგ მოსწავლეებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს – გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, მერიის განათლების განყოფილების უფროსსა და მერის მრჩეველს საპროექტო იდეები წარუდგინეს, რომლებიც არაფორმალურ განათლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და შიდა ქართლის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ეხებოდა. სტუმრებმა მოიწონეს მოსწავლეთა ინიციატივები და მზაობა გამოთქვეს მათ მიერ ფორუმზე შემუშავებული პროექტების მხარდასაჭერად.
Related posts
სიახლე
ახალგაზრდები საზოგადოებისთვის – YOUth4 Community” USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტია.
2 დღის ago