ჩვენი პარტნიორი სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ამჯერად სოფელ ლაჯანაში შეიკრიბნენ, რათა გასულ წელს მიღებული ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ. ღონისძიების მსვლელობისას გამოვლინდნენ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები:


🔸 სსიპ – ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალას საჯარო სკოლა

🔸სსიპ – ცაგერის მუნიციპალიტეტი სოფელ ზუბის საჯარო სკოლა

🔸 სსიპ – ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლა

ამ სკოლებმა ასევე მოიპოვეს “ლიდერი სკოლების” სტატუსი და შემდეგ წელს პარტნიორ სკოლებს დაეხმარებიან მოსწავლეთა თვითმმართველობებისა და სამოქალაქო კლუბების გაძლიერებაში.

🤝 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის პარტნიორია ფონდი აფხაზინტერკონტი