პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები ამჯერად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიკრიბნენ. ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციის – მედია ცენტრი კახეთის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოღწეული შედეგები, ხოლო მოსწავლეებმა წარადგინეს მათ მიერ განხორციელებული გამორჩეული პროექტები.
ღონისძიებაზე ისაუბრეს პროგრამის პარტნიორული ქსელის მენეჯერმა თამარ ფრუიძემ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლევან მრელაშვილმა. ასევე, მოსწავლეებს სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა მშვიდობოს კორპუსის მოხალისე დიანა ჰიგუერა.
კახეთის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 56 სკოლაა ჩართული. 2022-23 აკადემიურ წელს ამ სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებმა 120-მდე პროექტი გაანხორციელეს. ამავე რაოდენობის პროექტი განახორციელეს სასკოლო სამოქალაქო კლუბებმა.