რეგიონის მასშტაბით ჩვენს პროგრამაში 20 სკოლაა ჩართული. ამ სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებმა, განვლილ აკადემიურ წელს 40 პროექტი განახორციელეს, ხოლო სამოქალაქო კლუბებმა – 42. მიღწეული შედეგების შესაჯამებლად, მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლის ადმინსტრაციის წევრები ამბროლაურში, #2 საჯარო სკოლაში შეიკრიბნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. ღონისძიების დასასრულს მინი-კონცერტი გამართეს ლენტეხის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომელიც სკოლა-ბიზნესის ფორუმზე წარდგენილი პროექტის “მოსწავლეთა ანსამბლი გიწვევთ” ერთ-ერთი აქტივობაა.
![](https://civics.ge/wp-content/uploads/2024/08/1690560554-1288x723.jpg)