ფორუმი წარმოადგენს სამოქალაქო განათლების მასწავლებელთადა პროფესიონალთა რეგისტრირებულ ქსელს. ის სამოქალაქოგანათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამისფარგლებში 2011 წლის 24 ივნისს დაფუძნდა, ხოლო მისიოფიციალური რეგისტრაცია 2013 წლის 30 მაისსშედგა. ფორუმის დამფუძნებლთა შორის არიან სამოქალაქოგანათლების ექსპერტები და პრაქტიკოსი პედაგოგები ნინობესელია, მაკა ბიბილეიშვილი, მადლენა შველიძე, ნინოერემაშვილი, ნათია ნამიჭეიშვილი, ნონა ფიფია და ლელაწურწუმია. ფორუმის თავმჯდომარეა ქ-ნი ნინო ბესელია.

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადებისპროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშსაერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

ფორუმის წევრი შეიძლება გახდეს:
1. საქართველოში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულების (სკოლის) სამოქალაქო განათლების პედაგოგი;
2. სამოქალაქო განათლებით დაინტერესებული სხვა მოქმედიპედაგოგი, ასევე მასწავლებლობის მაძიებელი და შესაბამისიდისციპლინის სტუდენტი (ბაკალავრი, მაგისტრანტი, დოქტორანტი);
3. სკოლის ადმინისტრაციის წევრი;
4. სამოქალაქო განათლების საკითხების ექსპერტი.

ფორუმის ხედვაა ისეთი სკოლა, რომელიც უზრუნველყოფსდემოკრატიული მოქალაქეობის სწავლისა და განვითარებისქმედით გარემოს. ამ მიზნის მისაღწევად ფორუმის მისიაასამოქალაქო განათლების პედაგოგთა შესაძლებლობებისგანვითარება და მათი საქმიანობის მხარდაჭერა;

ფორუმის მთავარი ამოცანებია:

სამოქალაქო განათლების სფეროში სიახლეებისა დაინოვაციების დანერგვა;

პედაგოგთა პროფესიული კომპეტენციების განვითარება დახელშეწყობა;

მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარების გარემოს შექმნა;

საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა სამოქალაქო განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის;

საზოგადოებაში და საგანმანათლებლო სისტემაში სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის წარმოჩენა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის პრესტიჟის ზრდა.

საქმიანობის პროცესში ფორუმი ხელმძღვანელობს შემდეგი მთავარი პრინციპებითა და ღირებულებებით:

• დემოკრატია და მონაწილეობა;
• ღიაობა და თანამშრომლობა;
• თანადგომა და თანასწორობა;
• პროფესიონალიზმი და უწყვეტი განვითარება;
• პასუხისმგებლობა და კეთილსინდისიერება;


ფორუმის დევიზია პარტნიორობა და განვითარება სამოქალაქო განათლებისათვის.
დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ წესდება

დაინტერესებულ პირს შეუძლია შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა ელექტრონული სახით ან ხელით; ხელით შევსების შემთხვევაში ფორმა უნდა წარდგენილ იქნას მისამართზე:
მ. კოსტავას ქ. #27, ტელეფონის ნომერი +995 555 321 507 ; +995 577 337 586;
მეილი - info@ctf.org.ge