პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს მოსწავლეებს სკოლაში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას მცირე გრანტების გაცემის გზით. მცირე გრანტები გაიცემა მოსწავლეების შემოქმედებით ინიციატივებზე, რაც დაეხმარება მათ ჩართვას ადგილობრივი თემის პრობლემების გადაჭრასა და სამოქალაქო ინიციატივებში და აამაღლებს მოსწავლეების მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.  

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პროგრამის „მომავლის თაობა“  480 პარტნიორი სკოლის მოსწავლეებს, სასკოლო სამოქალაქო კლუბებს, სამოქალაქო განათლების პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მოსწავლეთა ჯგუფებთან ერთად.   

ასევე შესაძლებელია ჩამოტვირთოთ და გაეცნოთ პროექტის  პროექტის წერისა და მართვის სახელმძღვანელოს, რომელიც მომზადებულია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში.