14
Feb

ნინი დვალი თბილისის #155 სკოლის მოსწავლე

ნინი დვალი თბილისის #155 სკოლის მოსწავლეა. მან ბლოგის შექმნა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგზე ისწავლა და დიდი მონდომებით ჩაერთო ბლოგების კონკურსში. იგი ბლოგზე არა მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს აზიარებდა, არამედ აქვეყნებდა ინტერვიუებს კომპეტენტურ პირებთან ადამიანის უფლებების საკითხებზე. ნინიმ საკუთარ ბლოგზე   40 პოსტი გამოაქვეყნა და  4500-ზე მეტი მნახველი მოიზიდა. მისმა ბლოგმა ბლოგების კონკურსის ნომინაციაში „ახალგაზრდა ომბუდსმენი", პირველი ადგილი დაიკავა. ნინი მომავალშიც აპირებს ბლოგერობას.
 
„დაახლოებით მაინც, ყოველთვის ვიცოდი სად და ვინ ვიქნებოდი მომავალში. პროექტმა პირადად ჩემთვის გააკეთა ყველაზე მთავარი, ამიერიდან ზუსტად ვიცი რა იქნება ჩემი ცხოვრების მთავარი მიმართულება - ადამიანის უფლებების დაცვა. კონკურსის მსვლელობა ძალიან საინტერესო და ინფორმაციით სავსე იყო. ყველა მონაწილე ცდილობდა მაქსიმალურად მრავალფეროვანი ბლოგი შეეთავაზებინა მკითხველისთვის, რაც თავისთავად ზრდიდა კონკურენციას. არ ვიშურებდით ენერგიას, ვატარებდით დებატებს, ვიწერდით ინტერვიუებს. კონკურსის მეშვეობით ჩვენც  მივიღეთ ინფორმაცია და მკითხველსაც მივაწოდეთ. შედეგებით, რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, მომავალშიც გავაგრძელებ ბლოგზე წერას“.