წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სოფელში სხვადასხვა ადგილას დაიდგა ორენოვანი ბანერი, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუმრებს გაუადვილებს სოფელში და მის გარეუბნებში არსებული ისტორიული ძეგლების ნახვას. მათ შორის არის მითითებული ინწრას ჩანჩქერის მარშრუტი, რომელიც სიმაღლითა და სილამაზით გამოირჩევა სამეგრელოს რეგიონში.