ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი ,,სივრცე დიალოგისთვის“,

ძიმითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი ,,სივრცე დიალოგისთვის“, რომლის მიზანი იყო სკოლაში საკონფერენციო სივრცის მოწყობა და სოფელში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოსწავლეებმა მოამზადეს ფოტო და ვიდეო მასალა თემში არსებული ეკოლოგიური პრობლემების წარმოსაჩენად და სოფელში ყველაზე დანაგვიანებული ადგილების გამოსავლენად. შემდეგ მოსწავლეებმა თემში შეაგროვეს ხელმოწერები ნაგვის ურნების დადგმის მოთხოვნით. შეიქმნა ფეისბუქის გვერდი, სადაც განთავსდა ინფორმაცია სოფელში ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. შედეგად სოფელ ძიმითში ექვსი სანაგვე ურნა დაიდგა, რომელსაც რეგულარულად ემსახურება შესაბამისი ტექნიკა ნაგვის ნარჩენების გასატანად. ძიმითის საჯარო სკოლაში მცირე გრანტის თანხით მოხდა საკონფერენციო ოთახისთვის ინვენტარის (მაგიდა, სკამები, თარო, დაფა, საკანცელარიო მასალა) შეძენა, ხოლო ოთახის სარემონტო სამუშაოები, რაც გულისხმობდა ჭერის, კედლებისა და იატაკის შეღებვას, სკოლის დირექციამ უზრუნველყო.