ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,კრეატივი" წევრმა

ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,კრეატივი" წევრმა მოსწავლეებმა ახალგაზრდულ ფორუმზე გადაწყვიტეს ხელი შეეწყოთ შირაქის ველის ტურისტული პოტენციალის ზრდისათვის . ამისათვის მათ წამოიწყეს საინფორმაციო კამპანია შირაქის ველის პოპულარიზაციის მიზნით. ითანამშრომლეს ზემო ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლთან, რომელმაც გამოუყო მოსწავლეებს ტრანსპორტი და დახმარება გაუწია არქეოლოგიური გათხრების ადგილას ორი საინფორმაციო სტენდის დასამონტაჟებლად.