შეცდომა პროგრამულ კოდში warning 'Undefined variable: page_content' at /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/theme/front_themes/sammy/layout/blog/post.php 32:
  1. /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/index.php 190 calling include()
შეცდომა პროგრამულ კოდში warning 'Trying to get property of non-object' at /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/theme/front_themes/sammy/layout/blog/post.php 32:
  1. /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/index.php 190 calling include()
- Civics.Ge

კულტურათა გაცვლის საღამო

2014 წლის 7 თებერვალს სხვილისის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო დაიგეგმა ახალგაზრდულ ფორუმზე   პროექტის „კულტურა და საზოგადოების“ ფარგლებში.  კულტურათა გაცვლის საღამოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ქართული  და სომხური საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. ღონისძიება  ქართული და სომხური ლექსების შესწავლის და წაკითხვას და ამით კულთურათა უკეთ გაცნობას ისახავდა მიზნად.  
 
„ახალციხის მუნიციპალიტეტში შემავალი ქართული და არა ქართული სკოლის მოსწავლეებმა შევისწავლეთ სომხური და ქართული ლექსები  სხვადსხვა თმებზე.  ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ამ ლექსების წაკითხვა.“ - ამბობს ფორუმის მონაწილე ახალციხის N 6 საჯარო სკოლის მოსწავლე ვერიკო ქაფიანიძე. 
 
მასპინძელი საჯარო სკოლის დირექტორმა ანაიდა ნახაპეტიანმა შეაჯამა ღონისძიება და აღნიშნა: „დასაფასებელია, როდესაც ქართული საჯარო სკოლის მოსწავლეები  იმ ენაზე ჰყვებიან ლექსს, რაც არ უსწავლიათ და უცხოა მათთვის და დიდი მადლობა ამისთვის პროექტის იდეის ავტორებს. ჩვენ მეზობელი ქვეყნების ერი ვართ და ერთმანეთის მეგობრობით უნდა ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა .“