შეცდომა პროგრამულ კოდში warning 'Undefined variable: page_content' at /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/theme/front_themes/sammy/layout/blog/post.php 32:
  1. /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/index.php 190 calling include()
შეცდომა პროგრამულ კოდში warning 'Trying to get property of non-object' at /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/theme/front_themes/sammy/layout/blog/post.php 32:
  1. /home/civicsge/domains/civics.ge/public_html/index.php 190 calling include()
- Civics.Ge

ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის

2011 წლის 12 მარტს  ქუთაისში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში გაიმართა მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისთვის. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ  აქტიური მოქალაქეები, თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების,  ბიზნეს-სექტორის,  წარმომადგენლები, USAID და PH International - საქართველოს ოფისის ერთობლივად ინიცირებული პროექტის „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში მონაწილე ქუთაისის საჯარო სკოლების 9-10—11-12 კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები.

ფორუმის მონაწილეები სამუშაო ჯგუფებად დაიყვნენ და წამოაყენს თავიანთი წინადადებები მათ თემში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. შეკრების მთავარი  მიზანს წარმოადგენდა გამოვლენილიყო  ქალაქში არსებული პრობლემები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: სოციალური  სფერო; საცხოვრებელი და გარემო; თვითმმართველობის, მეწარმეების, არასამთავრობო  სექტორის  თანამშრომლობა  და   მოსახლეობის  თანამონაწილეობა  ქალაქის  მართვაში; განათლება;  ეკონომიკა; კულტურა, დასვენება, სპორტი; ქალაქის  იერსახე  და ტურიზმი; ინფრასტრუქტურა; უსაფრთხოება; შესაძლებლობები  ახალგაზრდებისთვის.

ფორუმზე მუშაობის შედეგად მოხდა   ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება არსებული პრობლემების  გადაჭრის გზებთან დაკავშირებით და ჩამოყალიბდა კონკრეტული პროექტები, რომლებსაც სამომავლოდ ყველა დაინტერესებული მხარე ერთობლივად განახორციელებს.