საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში

2017 წლის 23  ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება - კონცერტი, რომელიც ორგანიზებული იყო ხელვაჩაურის საკრებულოს წარმომადგენლის გურანდა დოლიძის, შპს კავკასიის ბიზნესის სკოლის, შპს გიმნაზია 21 და სალიბაურის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეების ინიციატივითა და მონაწილეობით. საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა  ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრთან არსებული შშმ ბავშვთა დღის ცენტრის და მცირე საოჯახო ტიპის სახლის დასახმარებლად, მასში კლუბის წევრი მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.   

საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ, მხარდამჭერი ორგანიზაციების დახმარებით,  ბენეფიციარებს გადაეცათ ტანსაცმელი და 250 ლარი ტრანსპორტირების ხარჯებისათვის. ღონისძიება ორგანიზებული იყო ბათუმის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დახმარებით.